24 მარტს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და GAU-ს Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართა მორიგი საინტერესო შეხვედრა, სახელწოდებით - "Google Cloud Servelsess Options".
	
	
სესიას უძღვებოდა MaxinAI-ის მონაცემთა ინჟინერი, მიხეილ ლომიძე.
	
	
შეხვედრის განმავლობაში საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:
- რა არის ქლაუდი?
 - Google Cloud-ის ძირითადი სერვისები
 - რას გულისხმობს Servelsess არქიტექტურა?
 - Servelsess არქიტექტურის გამოყენების რეალური მაგალითები
 
სესიაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იყო ხელმისაწვდომი.
	
	
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა GAU გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ლიდერი და GAU ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტი, მარიამ ზენაიშვილი.