Google Developers Club - Coding Session - ალგორითმები
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი, 2020
9 დეკემბერს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
ალგორითმები კომპიუტერული მეცნიერებების განუყოფელი ნაწილია. ეს არის ინსტრუქციების თანმიმდევრობა, რომელიც საბოლოოდ ადასტურებს კონკრეტული დავალების წარმატებით შესრულებას და მის ეფექტურობას. გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბის რიგით მესამე შეხევდრა ეხებოდა ზოგიერთი საინტერესო ალგორითმის მიმოხილვას და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.
სესიას უძღვებოდა ლევან ვარამაშვილი - გუგლის პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილი ინჟინერი, ამჟამად კი ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH Zurich) მათემატიკის მაგისტრანტი.
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა GAU გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ლიდერი და GAU ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტი, მარიამ ზენაიშვილი.