სიახლეები და ღონისძიებები

როგორ ავაწყოთ ვებ გვერდი? - ანა ასათიანის ღია ლექცია

როგორ ავაწყოთ ვებ გვერდი? - ანა ასათიანის ღია ლექცია

პარასკევი, 24 ივნისი, 2016

აჩვენე კალენდარზე

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებგვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს, თუმცა, რაც დრო გადის, საპირისპირო სურათს ვხედავთ. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციას ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს. თუკი ადრე ინოვაციური იდეის განხორციელებისთვის საჭირო იყო ფინანსები, დღეს ადამიანს შეუძლია თავად დაეუფლოს ამისთვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას, მაგალითად, შეისწავლოს ვებგვერდის აწყობა და შექმნას საკუთარი კომპანიის ვებგვერდი, ააწყოს ონლაინ მაღაზია, ან რაიმე სხვა ვირტუალური ონლაინ სერვისი.

24 ივნისს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ანა ასათიანის ღია ლექცია სახელწოდებით: ,,როგორ ავაწყო ვებგვერდი".

შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:

  • ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპები და თანამედროვე ვებ სტანდარტები;
  • პროგრამირების ენები (html5, css3, javascript), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვებგვერდის აწყობა;
  • რა კომპონენტებისგან შედგება ვებგვერდი; 
  • რა სამუშაო ეტაპებისგან შედგება ვებგვერდის შექმნა;
  • html-ის შექმნის და განვითარების მოკლე ისტორია;
  • ვინ ადგენს სტანდარტს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა