ენა და კულტურა - ამ თემით გაერთიანდა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში GAU-ში ჩატარებულ კონფერენციათა კიდევ ერთი ციკლი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლამ 25-26 სექტემბერი (2017) მთლიანად ამ საკითხებს მიუძღვნა.
მოხსენებები მოწვეულმა მეცნიერებმა, GAU-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს. ამ თემების სიღრმისეული ანალიზი ხელს უწყობს როგორც მეცნიერების პოპულარიზაციას, ასევე საკუთარი იდენტობის, ენისა და კულტურის მრავალფეროვანი რაკურსით გაცნობიერებას.