ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსის გამოსაშვები საღამო
ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2023
6 აპრილს ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსიის გამოსაშვები საღამო გაიმართა, რომელსაც კურსის ლექტორები და ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
კურსის განმავლობაში სტუდენტებმა ისწავლეს:
- სივრცის კონცეფცია, მისი ანალიზი და ეფექტური დაგეგმვა
 - კრეატივი სივრცის მოწყობაში
 - მასალები და სტანდარტები ინტერიერში
 - განათება და ფერი ინტერიერში
 - ავეჯი და მისი განაწილება სივრცეში
 - პროექტის ტექნიკურად გამართვა და ეფექტური პრეზენტაცია
 - გეგმის სწორედ დახაზვა არქიკადში და მისი დამუშავება
 - მუდ ბორდსა და ფოტოშოპში ოთახის კოლაჟის შექმნა
 
ფინალური პროექტების წარმატებით წარდგენის შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ჩვენ წარმატებას და მრავალფეროვან კარიერულ მიღწევებს ვუსურვებთ ინტერიერის დიზაინის თითოეულ კურსდამთავრებულს.