Introducing Flutter

სამშაბათი, 18 სექტემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

18 სექტემბერს (2018) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით მობილური აპლიკაციების დეველოპერებისთვის გაიმართა ძალიან საინტერესო Meetup-ი, სახელწოდებით: "Introducing Flutter".

Flutter არის გუგლის მობილური აპლიკაციების SDK, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია აპლიკაციების შექმნა როგორც ანდროიდის ისე IOS-ის ოპერაციული სისტემის მოწყობილობებზე. Flutter ძალიან კარგი შესაძლებლობაა პროტოტიპების შესაქმნელად, სტარტაპებისთვის ახალი იდეის სწრაფად, ნაკლები დანახარჯით დასატესტად და ზოგადად ბაზარზე აპლიკაციის მოკლე დროში გასატანად ორი დიდი პლატფორმისთვის.

შეხვედრას უძღვებოდა გუგლის დეველოპერ ექსპერტი (GDE) ალექს კოროვიანსკი, რომელმაც ისაუბრა გუგლის ახალ SDK-ზე, Flutter-ზე.

სპიკერი ალექს კოროვიანსკი არის გუგლის დეველოპერ ექსპერტი ანდროიდის მიმართულებით. იგი არის Effective Agency-ის დამფუძნებელი, რომელიც სხვადასხვა დარგის კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით, უწევს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მომსახურებას.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა