სიახლეები და ღონისძიებები

პანელური დისკუსია: მაღალანაზღაურებადი დასაქმება და IPR!

პანელური დისკუსია: მაღალანაზღაურებადი დასაქმება და IPR!

პარასკევი, 01 დეკემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

Disney, Warner Bros., Universal Pictures, HBO, NETFLIX, Paramount Pictures, Sony Pictures, Nickelodeon-ის პოდუქციაზე მუშაობის გამოცდილება GAUელებისთვის!

საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია — Saqanima-მ, პოსტპროდუქციის კომპანია POSTRED -მა, კინოსტუდია Enkeny Films • ენკენი ფილმს-მა და სტუდია GARNAMATAC -ის წარმომადგენლებმა The USAID Economic Security Program-ასთან და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით GAU-ს სტუდენტებისთვის პანელური დისკუსია: მაღალანაზღაურებადი დასაქმება და IPR-ი გამართეს.

სპიკერებმა შეხვედრაზე გლობალურ ბაზარზე, ფილმების, ანიმაციების, ვიდეო თამაშებისა და სარეკლამო ინდუსტრიებში მოთხოვნად და მაღალშემოსავლიან პროფესიებზე ისაუბრეს და სტუდენტებს მიღებული საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.

პანელური დისკუსიის ბოლოს, ექსკლუზიურად GAUელებისთვის დაიგეგმა სტაჟირების შესაძლებლობები პარტნიორ კომპანიებთან.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა