სიახლეები და ღონისძიებები

რა უნდა იცოდეს მარკეტინგისა და PR­-ის თანამშრომელმა პოლიგრაფიის შესახებ - ანუკი ხონელიძის ღია ლექცია

რა უნდა იცოდეს მარკეტინგისა და PR­-ის თანამშრომელმა პოლიგრაფიის შესახებ - ანუკი ხონელიძის ღია ლექცია

შაბათი, 28 მაისი, 2016

აჩვენე კალენდარზე

28 მაისს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა კომპანია Fetch­-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანუკი ხონელიძის ღია ლექცია სახელწოდებით: "რა უნდა იცოდეს მარკეტინგისა და PR­-ის თანამშრომელმა პოლიგრაფიის შესახებ."

დღეს საზოგადეობრივი სექტორის, სახელმწიფო ორგანიზაციისა თუ კომერციული კომპანიების დაკვეთით საკმაოდ ბევრი პოლიგრაფიული პროდუქტი იქმნება. თანამედროვე პოლიგრაფიული ტექნოლოგიების ცოდნა პოლიგრაფიაზე გამოყოფილი თანხის ოპტიმიზაციისა და საუკეთესო შედეგების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ანუკი ხონელიძე უკვე ბევრი წელია მუშაობს პოლიგრაფიული მიმართულებით და მისი ცოდნა ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას. ლექციის მსვლელობისას პასუხი გაეცა შემდეგ შეკითხვებს:

  • რისი დაბეჭდვა მოესწრება მცირე დროში, რისი ვერ და რატომ?
  • რატომ არ იკლებს ციფრული ბეჭდვის შემთხვევაში ერთეულის ღირებულება და რატომ იკლებს ოფსეტური ბეჭდვის დროს?
  • რა არის ბლიდი?
  • რა არის CMYK ან RGB?
  • რატომ არ ცვლის შავ-თეთრად ბეჭდვა ციფრულზე და ფართოფორმატიანზე ფასს?
  • თუ A3 ფორმატის პოსტერი შეიძლება დაიბეჭდოს მალე, რატომ ვერ დამზადდება A2 პოსტერი იგივე დროში?
  • რატომ არ უნდა გააგზავნოთ დასაბეჭდი ფაილი JPG-ში და რატომ უნდა გააგზავნოთ PDF-ში ?
  • რატომ სჭირდება დიდი დრო ნუმერაციას და კვეთას?
  • რა არის დისპერსიული ლაქი?
  • რა არის არჩევითი ლაქი?
  • რა განსხვავებაა დისპერსიულსა და არჩევით ლაქს შორის?
  • რა არის კლიშე?

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა