სიახლეები და ღონისძიებები

Minecraft Creative Challenge-ის გამარჯვებულები GAU-ში

Minecraft Creative Challenge-ის გამარჯვებულები GAU-ში

ოთხშაბათი, 02 ივნისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

2 ივნისს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის Minecraft Creative Challenge-ის გამარჯვებულები GAU-ს ესტუმრნენ. კონკურსის გამარჯვებულებს და რჩეულ მონაწილეებს უმასპინძლეს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, კონსტანტინე კულიჯანოვმა, ამავე სკოლის ვიცე-დეკანმა, სალომე ღუდუშაურმა, ჩვენი IT ლაბორატორია ჯეოლაბის დირექტორმა, ლანა ლაბაძემ და მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენლებმა, ანი ჭიპაშვილმა და მონიკა დიდმანიძემ.

  • GAU Minecraft Creative Challenge 2021 წლის გამარჯვებული გახდა ნიკოლოზ მდივანი, გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიიდან;
  • მეორე ადგილზე გავიდა ირაკლი ჯახაია, სკოლა აიბი მთიებიდან;
  • მესამე ადგილი დაიკავა დავით სამხარაძემ, სკოლა-პანსიონი კომაროვიდან;
  • ჩვენი ინოვაციური IT ლაბორატორიის, ჯეოლაბის რჩეული გახდა ანდრო მურადაშვილი, თბილისის 175-ე საჯარო სკოლიდან;   
  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის რჩეული გახდა ლუკა ჯიქია, თბილისის 126-ე საჯარო სკოლიდან.

შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა პროექტი, საუბარი იყო მის მნიშვნელობაზე. Minecraft ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოთამაშეებს შეისწავლონ პროგრამირების უნარების საფუძვლები, შეიძინონ გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და პროექტების მართვის უნარები. Minecraft გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც და იდეალური გარემოა შემოქმედებითობის და „საზღვრებს მიღმა“ აზროვნების განვითარებისთვის.

გამარჯვებულ და რჩეულ მონაწილეებს კუთვნილი პრიზები გადაეცათ.

საპრიზო ფონდი:

პირველი ადგილის მფლობელს საჩუქრად გადაეცა:

  • ყურსასმენი Marshall Major III Bluetooth Black და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით!
  • 1,000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მეორე ადგილის მფლობელს გადაეცა:

  • ყურსასმენი Marshall Major III Bluetooth Black და ფულადი ჯილდო 250 ლარის ოდენობით!
  • 600 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მესამე ადგილის მფლობელს გადაეცა:

  • GAU-ს სასაჩუქრე ნაკრები;
  • 400 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში.

ჯეოლაბის რჩეულს სრულად დაუფინანსდება ჯეოლაბის კურსი, მისთვის საინტერესო და სასურველი მიმართულები!

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის რჩეულს საჩუქრად გადაეცა ბიბლუსის ვაუჩერი.

GAU წარმატებას უსურვებს კონკურსის თითოეულ მონაწილეს!

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს 


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა