სიახლეები და ღონისძიებები

საწარმოო პროცესების მართვის (MPM) გამოსაშვები ღონისძიება

საწარმოო პროცესების მართვის (MPM) გამოსაშვები ღონისძიება

შაბათი, 30 ივლისი, 2016

აჩვენე კალენდარზე

დასრულდა კიდევ ერთი ინტენსიური კურსი საწარმოო პროცესების მართვაში.

შაბათს, 30 ივლისს მსმენელებმა წარმოადგინეს სასერტიფიკატო პროექტები. რომლებიც მიზნად ისახავდა პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის შეჯამებას. შესაბამისად წარმოდგენილ იქნა მათთვის საინტერესო და სასარგებლო ქეისები. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტების დაცვა მიმდინარეობდა კონკურსის პირობებში. კურსის ხელმძღვანელებმა და მენტორმა გამოავლინეს გამარჯვებული პროექტი. რომლის ავტორს GAU-სგან გადაეცა წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ 100 ლარიანი ვაუჩერი.

პროექტის შინაარსი: ყავის გადამამუშავებელი ქარხანა
პროექტის ავტორი: ამირან გოგიტიძე

შეხვედრის ბოლოს კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ MPM-ის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს!

ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს GMP, ნატახტარი Natakhtari, TBC BANK - თიბისი ბანკი,Barambo / ბარამბო და აწარმოე საქართველოში. განსაკუთრებით ნატახტარის და GMP-ის მენეჯმენტს, იმისთვის რომ მსმენელებს მისცეს შესაძლებლობა ადგილზე ენახათ საწარმოო პროცესები და ასევე მიეღოთ მათგან პრაკტიკული და სასარგებლო სემინარები.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა