New-York International MUN Conference 2026!

ხუთშაბათი, 25 სექტემბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ნიუ-იორკი – თავისუფალი ქვეყნის მთავარი ქალაქი, ათასობით ახალგაზრდა ლიდერი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, დიპლომატიის, პოლიტიკისა და გლობალური გადაწყვეტილებების ეპიცენტრი.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციას შორის პარტნიორობა გრძელდება!

5,000+ მონაწილე, 100-ზე მეტი პრესტიჟული უნივერსიტეტი – ერთ სივრცეში, რაც ნებისმიერ სტუდენტს აძლევს უნიკალურ პლატფორმას გადაქციოს იდეები რეალურ მოქმედებად.

საერთაშორისო კონფერენცია + გენერალური ასამბლეა გაეროს შტაბში – ადგილი, სადაც შენ შეგიძლია იდეები რეალურ მოქმედებად გადააქციო.

პროექტი მოიცავს გაეროს მოდელირების ფორმატს - საერთაშორისო კონფერენციას და ასევე ვიზიტებს დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

იმოქმედე გამარჯვებისთვის - იმოქმედე შენი საერთაშორისო გამოცდილებისთვის!

  • კონფერენცია გაიმართება: 5-11 აპრილს, 2026

მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები. 

ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 3400$ (GAU-ს სტუდენტები 2900$).

ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია-ბილეთისა და სავიზო მომსახურებისა:
• პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
• ცხოვრებას სასტუმრო Hilton-ში 6 ღამის/7 დღე განმავლობაში;
• წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
• ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
• აეროპორტის ტრანსფერს;
• ინგლისურენოვან სერტიფიკატს;

თანხა არ ფარავს სავიზო მოსაკრებლისა და ავია-ბილეთების საფასურს.

  • GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა. სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლის დეკანების მიერ.

რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის:  https://shorturl.at/l2a6W

  • ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს.

რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3iXovzT

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: 577592092, 598721171

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა