სიახლეები და ღონისძიებები

ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ჯანდაცვა!

ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ჯანდაცვა!

სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვა. 

გენდერის მკვლევარები, ფსიქოლოგები, თერაპევტები, იურისტები, ლექტორები და სტუდენტები გავერთიანდით ისეთი თემის გარშემო, რომელიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისათვის, რათა რეალიზებული იყოს ფიზიკური, ფსიქიკური ჯანმრთელობის, კეთილდღეობის უფლება და სოციალური სამართლიანობის პრინციპები. (13.10.23)

პირველად, GAU-ს მედიცინის სკოლამ პანელური დისკუსიის ფარგლებში გააერთიანა სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, რომლებთან ერთადაც განვიხილავდით და ვმსჯელობდით საკითხებს:

  • ხარისხიან და ადამიანზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურეობაზე;
  • პაციენტის უფლებაზე, პროფესიული ეთიკის ნორმებზე დაფუძნებულ კომუნიკაციასა და მის მნიშვნელობაზე;
  • პაციენტის ავტონომიასა და ღირსებაზე;
  • ინკლუზიაზე, როგორც სოციალური სამართლიანობის მთავარ პრინციპზე;
  • ადამიანის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე, როგორც სოციალური და ჯანდაცვის სისტემის ვალდებულებაზე;
  • შეზღუდულ შესაძლებლობებზე, გენდერულად სენსიტიურ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანს დაბადებიდან ენიჭება ფუნდამენტური უფლებები, ღირსეული სიცოცხლის და რეალიზების საშუალება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა