საერთაშორისო უნივერსიტეტების პრეზიდენტების ასოციაცია (International Association of University Presidents (IAUP)) გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს უმაღლესი განათლების ინსტიტუტების პრეზიდენტებს და ხელმძღვანელებს. (23.10.24)
ამ ასოციაციის მიზანია უნივერსიტეტების ლიდერებს შორის თანამშრომლობისა და იდეების გაცვლის ხელშეწყობა, რაც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე გამოწვევების მოგვარებას.
წელს, IAUP ტრიენალური კონფერენცია პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაიმართა, რომელშიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი, ნატო ტორონჯაძე და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი თამარა მეჭურჭლიშვილი მონაწილეობდნენ.
ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და უმაღლესი განათლების მნიშვნელობის აღიარებას გლობალურ დონეზე.