სიახლეები და ღონისძიებები

სამოქალაქო განხილვა: რუსეთის საინფორმაციო გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

სამოქალაქო განხილვა: რუსეთის საინფორმაციო გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

შაბათი, 14 თებერვალი, 2015

აჩვენე კალენდარზე

14 თებერვალს (2015), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაში გაიმართა მორიგი სამოქალაქო განხილვა თემაზე - ,,რუსეთის საინფორმაციო გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში’’.

აზერბაიჯანის მხარეს წარმოადგენდა ჟურნალისტი ქემალ ალი, სომხეთის მხარეს - 1in.am ინტერნეტგამოცემის რუსული სამსახურის რედაქტორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო კვლევების სომხეთის ცენტრის ექსპერტი რუბენ მეგრაბიანი, საქართველოს წარმოადგენდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი, რეგიონალური განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გობრონიძე.

აქცია გაიმართა პროგრამის ფარგლებში ,,სიმბოლურად კავკასიის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლო და სამოქალაქო განხვილვები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახური’’ დემოკრატიის განვითარების ნაციონალური ფონდის (National Endowment for Democracy – NED) მხარდაჭერით.

ორგანიზატორი - სამოქალაქო სამართალწარმოების კავკასიის ცენტრი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა