GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ინიციატივით 23 მაისს (2018) გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო, ორენოვანი პრეზენტაციების კონკურსის პირველი, შესარჩევი ეტაპი. შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო სტუდენტების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ, მათ შორის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტებმა.
კონკურსანტებმა სასურველ ენაზე მოამზადეს 2-3 წუთიანი პრეზენტაციები და სიტყვით წარდგნენ ჟიურისა და კონკურსანტების წინაშე. შესარჩევი ეტაპის დასრულებისთანავე ჟიურიმ გამოაცხადა კონკურსის პირველი ტურის შედეგები და წარმატებული გამომსვლელები 2 კაციან ჯგუფებად დაყო. ინგლისური პრეზენტაციების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართებება 6 ივნისს, ქართული პრეზენტაციების კონკურსის ფინალური ეტაპი კი - 7 ივნისს.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და წარმატებას ვუსურვებთ ფინალისტებს.