ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი სახლთან!
პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2024
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სახლთან.
აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას, სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში ურთიერთთანამშრომლობას და სხვას.