სიახლეები და ღონისძიებები

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ნესტან რატიანი - “სა-ჭირ-ო ლიტერატურა”

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ნესტან რატიანი - “სა-ჭირ-ო ლიტერატურა”

სამშაბათი, 14 ივლისი, 2020

აჩვენე კალენდარზე

14 ივლისს (2020), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მხარდაჭერითა და ჩვენი სტუდენტების ინიციატივით საჯარო ლექციების სერია "GAU მომავლისთვის" ფარგლებში მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

სემესტრის ბოლო ონლაინ საჯარო ლექციის, რომლის თემა იყო “სა-ჭირ-ო ლიტერატურა”, სტუმარი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროფესორი, ნესტან რატიანი.

"უცხოური საიტები ხშირად ბეჭდავდნენ ნარკვევებს ეპიდემიების თემაზე, ქართულმა მედიასაშუალებებმაც დაუთმეს დრო ჟამიანობის ლიტერატურის განხილვას.აღმოჩნდა, რომ მწერლები ხშირ შემთხვევაში ოდენ ფაქტის კონსტატირებას კი არ ახდენდენ, იმას კი არ ცდილობდნენ, დაემუშავებინათ საკითხი და წარმოეჩინათ ჟამიანობის გამანადგურებელი შედეგები, არამედ ეძებდნენ მისი აღმოცენების მიზეზებს, ეძებდნენ გზებს და მხატვრულ ხერხებს, რომელთა საშუალებითაც მიანიჭებდნენ ეპიდემიებს ახლებურ სიცოცხლეს.

სხვადასხვა დაავადების აფეთქებების კერა საქართველოშიც გვქონია, იქნებოდა ეს შავი ჭირი, ქოლერა თუ სახადები. რა ვითარებაა ამ მხრივ ქართულ ლიტერატურაში, დაამუშავეს თუ არა ეს თემა ქართველმა მწერლებმა?

დღეს, როცა ადამიანები პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთნენ, ყველა იმ ასპექტმა წამოიწია წინ, რომლებსაც ლიტერატურა ასახავდა. ჩნდება კითხვა: აისახება თანამედროვე ხელოვნებაში ახალი კორონაინფექცია? მე ვფიქრობ, აუცილებლად. როგორ და რანაირად, ამ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, თუმცა მოლოდინებზე საუბარი შეგვიძლია."

შეხვედრას მოდერატორობას უწევდა GAU-ს გარე კომუნიკაციების მენეჯერი, ანანო ციცვიძე.

#WeAreGAU #GAUმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა