სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

 შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს 2026 წლის 20 მაისიდან ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე ელექტრონული სახით;
  • CV;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამით გათვლისწინებული ან/და წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, ელექტრონული ვერსია;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ;
  • პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

რეკომენდებულია აპლიკანტის მიერ დამატებით შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია;
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • კონკურსანტებმა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.edu.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითონ მიმართულება და პოზიცია.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2026 წლის 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით.

კონკურსი ტარდება ერთ ან ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს საბუთების შერჩევის სახით. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით ინიშნება კონკურსის მეორე ეტაპი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება ან/და მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება დისტანციურად, შესაბამისი პროგრამა მეშვეობით, საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად.

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

კონკურსი ჩატარდება  6 ივლისს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 8 ივლისს.

იხილეთ აკადემიური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

იხილეთ საკონკურსო ადგილები:

 

ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული 
მიმართულება, დარგი/სპეციალობა
საკონსკურსო თანამდებობა

ბიზნესის სკოლა

ფინანსები
სამი პროფესორი
მარკეტინგი-მენეჯმენტი
ორი პროფესორი

ინფორმატიკისა 

და ინჟინერიის სკოლა

ინფორმატიკა
სამი პროფესორი
მშენებლობა
ექვსი პროფესორი
სამი ასოცირებული პროფესორი
ორი ასისტენტ-პროფესორი

მედიცინის სკოლა

საზოგადოებრივი ჯანდაცვა
ერთი ასისტენტი
ნევროლოგია
ერთი პროფესორი
ერთი ასოცირებული პროფესორი
კარდიოლოგია
ერთი პროფესორი
ერთი პროფესორი
ერთი ასოცირებული პროფესორი
დერმატოვენეროლოგია
ერთი პროფესორი
გენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია
ერთი პროფესორი
ნეფროლოგია
ერთი ასოცირებული პროფესორი
ენდოკრინოლოგია
ერთი ასისტენტი
ოფთალმოლოგია
ერთი პროფესორი
ერთი ასოცირებული პროფესორი
გადაუდებელი მედიცინა
ერთი პროფესორი
ტრავმატოლოგია
ერთი პროფესორი
ნეიროქირურგია
ერთი პროფესორი
ერთი ასოცირებული პროფესორი
გასტროენტეროლოგია
ერთი პროფესორი
რადიოლოგია
ერთი პროფესორი
ბიოსამედიცინო მეცნიერებები
ერთი ასისტენტი
ერთი ასისტენტი
მეანობა-გინეკოლოგია
ერთი ასისტენტ-პროფესორი
ერთი ასისტენტ-პროფესორი
ერთი ასოცირებული პროფესორი
პედიატრია
ერთი ასისტენტი
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
ერთი ასოცირებული პროფესორი
პარაზიოტოლოგია
ერთი ასისტენტ-პროფესორი
ერთი ასისტენტ-პროფესორი
ორგანოთა სისტემები
ერთი ასისტენტ-პროფესორი
ჰემატოლოგია
ერთი ასისტენტ-პროფესორი
ინფექციური სნეულებები
ერთი ასოცირებული პროფესორი

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

საერთაშორისო სამართალი
ერთი ასოცირებული პროფესორი
ერთი ასისტენტ-პროფესორი
საჯარო სამართალი
ორი პროფესორი
ორი ასისტენტი
სისხლის სამართალი
ორი ასოცირებული პროფესორი
სოციალური მეცნიერებები (საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია)
ოთხი ასოცირებული პროფესორი
ადმინისტრაციული სამართალი
ერთი პროფესორი

 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა