7 ივლისს (2023) პიარსკოლის 48-ე ნაკადის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ტრადიციულ და სახალისო დიპლომების გადაცემის ცერემონიალს პიარსკოლის დამფუძნებლები, ლექტორები და მენტორები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო სტუდენტები, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. ასევე, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, კახა მაღრაძემ და პიარსკოლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა, კურსის ორ რჩეულ მონაწილეს პირადი რეკომენდაციები გადასცეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გაიჭრა ტორტი.
GAU თბილისის პიარსკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!