სიახლეები და ღონისძიებები

პრეზენტაცია წიგნისა „მსოფლიო თეატრის ისტორია“ (III)

პრეზენტაცია წიგნისა „მსოფლიო თეატრის ისტორია“ (III)

ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

5 დეკემბერს 13:00 საათზე, სემიოტიკის მე-10 სამეცნიერო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გაიმართება პრეზენტაცია წიგნისა „მსოფლიო თეატრის ისტორია" - XIX საუკუნის მსოფლიო თეატრი (მოდერნისტულ თეატრამდე)“, სახელმძღვანელო, წიგნი III (2020).

წიგნს წარადგენს პროფ. ლაშა ჩხარტიშვილი

ავტორთა ჯგუფი: მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, ხათუნა მანაგაძე, ნინო ქირია, ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ ცაგარელი, მარინა ხარატიშვილი.

წინამდებარე სახელმძღვანელო - „მსოფლიო თეატრის ისტორია“ წიგნი III - ასახავს XIX საუკუნის მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებს - დასავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ამერიკის თეატრების ისტორიას მოდერნისტულ ეპოქამდე. ნაშრომი მოიცავს რომანტიზმის დაბადების და განვითარების ეტაპებს მსოფლიო თეატრში, „ახალი დრამის“ წარმოშობას ჰენრიკ იბსენისა და ანტონ ჩეხოვის შემოქმედების საფუძველზე.

სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მსოფლიო თეატრის ისტორიის კომპლექსური მიმოხილვის პირველი მცდელობაა. ავტორებმა ნაშრომზე მუშაობისას გამოიყენეს ფილოსოფოსის, თეატრმცოდნის, პროფესორ ელენე თოფურიძის სალექციო კურსი, ასევე სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევები, თარგმანები, ინტერნეტრესურსი.

სახელმძღვანელოები „მსოფლიო თეატრის ისტორია“ (წიგნი I, წიგნი II, წიგნი III - ანტიკური პერიოდიდან XIX საუკუნის ჩათვლით) გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. გამომცემლობა „კენტავრი“.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა