2023 წლის 7 ივლისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებმა საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაში RheoBioMed 2023-ში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ჩატარდა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში და მას მასპინძლობდა რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ააიპ რეოლოგთა საზოგადოება.
კონფერენციის მსვლელობისას ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: პათოლოგიური ცვლილებები რეოლოგიაში ნეიროდეგენერაციული დაავადებების დროს; ინფორმირებული თანხმობა და მასთან დაკავშირებული კლინიკური შემთხვევები; სტუდენტების მიერ ხელოვნური ინტელექტის არაეთიკური გამოყენება და სხვა.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები .