
სცენარისტთა სკოლის "Screenplay" მე-3 ნაკადის გამოშვება
ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2025
სცენარისტთა სკოლა - სქრინფლეის სასერტიფიკატო კურსის მე-3 ნაკადის გამოსაშვები საღამო 5 თებერვალს (2025) გაიმართა.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სასერტიფიკატო დიპლომები, ხოლო კურსის ორი საუკეთესო სტუდენტი სარეკომენდაციო წერილითაც დაჯილდოვდა.
დიპლომების გადაცემის ცერემონიალს უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და სკოლის თანაპარტნიორი და ლექტორი - გოჩა კორხელაური ესწრებოდნენ.
სქრინფლეი - სცენარისტთა პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით, გახდნენ პროფესიონალი სცენარისტები.
კურსმა საკუთარი უნარები და პოტენციალი დამანახა სცენარის წერის მიმართულებით. საბოლოო პროექტზე მუშაობის პროცესიც საინტერესო და გამოწვევებით იყო აღსავსე. აქ აღმოჩენილი და შეძენილი უნარები არა მხოლოდ სცენარების წერაში, ზოგადად ცხოვრებაში მივლენებისა და ადამიანების სხვა კუთხით დანახვაშიც დამეხმარება. კურსმა ჩემი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა“ - გიორგი ბელქანია, სქრინფლეის კურსდამთავრებული.
მიიღე Screenplay-ში სწავლის გადაწყვეტილება და გახსენით კარი სამყაროსკენ, სადაც თხრობა საზღვრებს სცდება და წარმოსახვას ლიმიტები არ აქვს.