გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდან 78 წელი შესრულდა.
იუბილესთან დაკავშირებით გაერომ, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან და კანტის აკადემიასთან პარტნიორობით, გაეროს იუბილე აღნიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, GAU-ში გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანზე პანელური დისკუსია გაიმართა, რომლებზეც გაეროს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.
SDG Decisions - გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია სხვადასხვა სექტორის ჩართულობით, იმისათვის რომ სამყარო გახდეს უკეთესი. ეს იყო გზავნილი, რომლის გარშემოც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და განათლების სექტორში მომუშავე სპიკერები გაერთიანდნენ.
ღონისძიების ბოლოს GAU-ში გაეროს მდგრადი განვითარების (SDG) სივრცე გაიხსნა, რომელიც სტუდენტებში მოახდებს SDG-ების პოპულარიზაციასა და არაერთ მიზნობრივ აქტივობას.
კანტის აკადემია • Kant's Academy
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia