სიახლეები და ღონისძიებები

სემიოტიკის მე-11 სამეცნიერო კონფერენცია

სემიოტიკის მე-11 სამეცნიერო კონფერენცია

ორშაბათი, 13 დეკემბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე

11 და 12 დეკემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლისა და სემიოტიკის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სემიოტიკის მე-11 სამეცნიერო კონფერენცია.  მიმდინარე კონფერენციის თემა იყო: განათლების სემიოტიკა.  წარმოდგენილი იყო აგრეთვე მოხსენებები: ქართული ენისა და ლიტერატურის და კულტურის სემიოტიკაში. 30-ზე მეტი მომხსენებელი გადანაწილებული იყო 4 სესიად (სესიის თავმჯდომარეები: კონსტანტინე ბრეგაძე, შორენა ბარბაქაძე, ნინო პოპიაშვილი, ადა ნემსაძე); კონფერენციის მონაწილეები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ.

დაინტერესება და დისკუსია გამოიწვია პლენარული სხდომაზე გიგი თევზაძის  მოხსენებამ: თვითპრეზენტაცია, კომუნიკაცია, კოოპერაცია და გაცვლა: რას ვასწავლით და რას არა.

კონფერენცია მიმდინარეობდა ZOOM-ის პლათფორმაზე.

კონფერენციის მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ 21-ე ნომერში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა