სიახლეები და ღონისძიებები

სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური საუნივერსიტეტო სტიპენდიის ღონისძიება

სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური საუნივერსიტეტო სტიპენდიის ღონისძიება

პარასკევი, 06 მაისი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ისტორიაში, 2022 წლის 1 მაისი გაზაფხულის, სიკეთის გამარჯვებისა და სიცოცხლის გაგრძელების თარიღად იქცა. 

ჩვენ სიხარულით და სიამაყით გავუზიარეთ ჩვენს სტუდენტებს, პროფესორებს, მეგობრებსა და კოლეგებს თუ რატომ და რა მიზნით დაფუძნდა სოფო შუბლაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდია. 

გვიხარია, რომ GAU-ს პირველი სტიპენდიანტი მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტი იფრენ ქურეშია, რომელიც პროექტის ფარგლებში და GAU-ში არსებული მულტიკულტურული გარემოს გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს საუნივერსიტეტო საზოგადოებითვის მნიშვნელოვან ექსტრაკურიკულარულ აქტივობებში, გახდეს მათი თანაორგანიზატორი და მიიღოს უნიკალური გამოცდილება.  

წარმატებას ვუსურვებთ სოფო შუბლაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდიის მფლობელს, თქვენ კი, გიტოვებთ სოფოს სიტყვებს:

„ჰოდა, მეტად მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, სანამ ვართ...“ 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა