საქარიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (SUBÜ) Erasmus-ის საკოორდინაციო სამსახურის მიერ განხორციელებული „ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერებით გაძლიერება" პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
თურქეთის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, Erasmus+ KA152 პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, პოლონეთის, საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებმა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები შემდეგ თემებზე:
- ბიუჯეტის მართვა
- ხარჯვის ჩვევები
- რისკებისა და შესაძლებლობების ანალიზი
- ფინანსური დაგეგმვა
პროგრამა ასევე მოიცავდა საქარიის ბუნებრივი და კულტურული ღირებულებების წარმოჩენაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
პროგრამა 14 მარტს სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.