String Manipulation in R

ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2017

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით R პროგრამირების ენის მითაფების სერია გრძელდება!

8 ივნისს (2017) R პროგრამირების ენის მითაფების მორიგი შეხვედრა ჩატარდა, სახელწოდებით "String Manipulation in R".

ამ შეხვედრაზე განხილული იყო R-ში ტექსტურ მონაცემებთან მუშაობის ძირითადი ასპექტები. ყურადღება გავამახვილდა stringr პაკეტზე, რომელიც გამოიყენება ტექსტის თანამიმდევრულად და ეფექტურად დასამუშავებლად, კოდირების გათვალისწინებით.

საჩვენებლად განვიხილეთ babynames პაკეტი, რომელიც მოიცავს ამერიკელი ბავშვების სახელებს 1880 წლიდან 2015 წლამდე. დავადგინეთ სახელების ყველაზე პოპულარული პირველი ასო და სიდიდე წლის მიხედვით. დამხმარე პაკეტებად გამოვიყენეთ dplyr-ს მონაცემებთან სამუშაოდ და ggplot2-ს ვიზუალიზაციისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა