სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია 2021:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა
კვირა, 16 მაისი, 2021
16 მაისს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ლიტერატურის, ენის, ისტორიისა თუ ფოლკლორის საკითხებს. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ თავიანთი შემოქმედება: მოთხრობები, ჩანახატები, ლექსები თუ თარგმანები.
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო კონფერენცია დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმით გაიმართა.
მონაწილეთა სია:
- ნათია ტყემალაძე – ინკლუზიური განათლების დანერგვის ისტორიისათვის
- ანი ბრეგვაძე – მორალურ-ზნეობრივი კონცეპტები დ. კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით
- მარიამ ტეფნაძე – ნაცვალსახელთა ბრუნების ტიპები ძველ ქართულში
- ნანა მაჭარაძე – მიხეილ თამარაშვილი და ქართული ინტელიგენცია
- ანკა გიორგობიანი – სიმბოლურ-ალეგორიული ქვეტექსტები მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ მიხედვით
- ნამილ გასანოვი – ფრაზეოლოგიური გამოთქმების ერთი სახეობისათვის აზერბაიჯანულში (ქართულთან მიმართებით)
- სანდრო ჩემინავა – გურამ გეგეშიძის „ეშმაკის მოსახვევის“ გააზრებისათვის
- უშანგი ხორნაული – ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორია „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით
- მარი კულუა – გამორჩევითობის სემანტიკის გამოხატვისათვის თანამედროვე ქართულში
- ანა პაპავა – ეგზისტენციალური საკითხები ბესიკ ხარანაულის „ხეიბარი თოჯინას“ მიხედვით
- თამარ ბიტარიშვილი – „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯავეთის ციხე და მითოსური ქაჯავეთის ქვეყანა
- მარიამ ჩხეიძე – „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ – ისტორიული წყარო
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის