GAU-ს მედიცინის სკოლის სტუდენტები: თორნიკე ჯანგირაშვილი და ორქიდ ფარტივი VisualX-ისა და IWSS-ის საერთაშორისო ოფთალმოლოგიის კონფერენციაზე, პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა პოსტერმა ,,JC ვირუსთან ასოცირებული პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის შესახებ გაფანტული სკლეროზის დროს" წარმოაჩინა უნიკალური მულტიდისციპლინარული მიდგომა, რომელიც აერთიანებდა ნევროლოგიას, ოფთალმოლოგიას, ნეიროიმუნოლოგიას და სხვა დარგებს.
გამარჯვებული სტუდენტების ნაშრომი შერჩეულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად!