სიახლეები და ღონისძიებები

მესამე საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიოსამედიცინო სტუდენტებისთვის

მესამე საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიოსამედიცინო სტუდენტებისთვის

პარასკევი, 24 მარტი, 2023

აჩვენე კალენდარზე

მესამე საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიოსამედიცინო სტუდენტებისთვის


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა აცხადებს ბიოსამედიცინო მიმართულების სტუდენტთა მესამე საერთაშორისო ინტერდისციპლინურ კონფერენციას სახელწოდებით „თავგადასავალი ფუნდამეტურიდან გამოყენებით მეცნიერებამდე: ბიოსამედიცინო მკვლევართა მომდევნო კოჰორტის გაძლიერება!“ კონფერენცია თბილისში 2023 წლის 3 და 4 ივლისს გაიმართება. კონფერენცია ჰიბრიდულია და ჩატარდება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში, მისამართზე: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქუჩა, 10, თბილისი, საქართველო, 0160.

ეს კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა სტუდენტებისათვის, რათა გაუზიარონ თავიანთი კვლევები და იდეები გლობალურ აუდიტორიას. ეს არის იდეალური პლატფორმა თანატოლებთან, მენტორებთან და ცნობილ ბიომედიკოს მეცნიერებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობისათვის. საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრებისათვის განსაზღვრულია პრიზები. აღსანიშნავია, რომ ყველა შერჩეული სტატია გამოქვეყნდება GAU-ს პრესტიჟულ ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალში, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას გაავრცელონ კვლევითი შედეგები არამხოლოდ კონფერენციის აუდიტორიასთან, არამედ დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრეებშიც.

სამუშაო ენა: ინგლისური


მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსრაქტების მიღების ბოლო ვადა: 19 მაისი, 23:00 საათი.

სრული სამეცნიერო სტატიის წარდგენის ბოლო ვადა: 2 ივნისი, 23:00 საათი.

კონფერენციის თარიღები:

  • 3 ივლისი, 12:00 - ვირტუალური (ონლაინ)

  • 4 ივლისი, 12:00 - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი #200

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს თარიღები და დაგეგმეთ პროექტში ჩართულობა შესაბამისად. დარწმუნდით, რომ იცავთ წარდგენის ვადებს, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე უხერხულობა.


სარეგისტრაციო ბმული

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: mdstudentsconference@gau.edu.ge


გმადლობთ ჩვენი კონფერენციით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენს მონაწილეობას!


მონაწილეები:

კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბიოსამედიცინო სფეროს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის და მიიღება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტები. თითოეულ მონაწილეს ან გუნდს (ერთ პროექტზე მომუშავეუნდა ჰყავდეს მენტორი/ხელმძღვანელი.

კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით. საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გადაეცემა სერტიფიკატი და პრიზი! მოგიწოდებთ, მიიღოთ აქტიური მონაწილეობა და მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა წარმოაჩინოთ თქვენი ნამუშევარი და კავშირები კოლეგ მკვლევარებთან მთელი მსოფლიოდან.

თემები:

ჩვენ მივიღებთ ორიგინალურ კვლევებსა და ლიტერატურის მიმოხილვებსმისასალმებელია კვლევითი პროექტებიც! თემები უნდა მოიცავდეს:

  • ძირითადი ბიომეცნიერება

  • ზოგადი მედიცინა

  • კლინიკური მედიცინა

  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები

  • ეპიდემიოლოგია

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა

  • კვლევა და ცდები

  • ქცევა

  • სწავლა, მეხსიერება და შემეცნება

  • ჯანდაცვის მომსახურებაკვლევა და განათლება

  • ინსტრუმენტაცია და მეთოდოლოგია

თემები უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემასრომელიც არისშექმენი უკეთესი მომავალი დღეს მეცნიერების დახმარებით“.


კონფერენციის ვადები და მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენცია ჩატარდება სამ ეტაპად:

ეტაპი 1 - აბსტრაქტის წარდგენა.

მონაწილეთაგან განაცხადების მიღება. მონაწილეები დარეგისტრირდებიან გუგლის რეგისტრაციის ფორმის საშუალებით. გთხოვთ გადახვიდეთ სარეგისტრაციო ფორმაზე და შეავსოთ ყველა საჭირო ველი.

ფორმის შევსების შემდეგ თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ წერილს ან დირექტივებს, რომ შეიტანოთ ცვლილებები თქვენს სარეგისტრაციო ფორმაში.

I ეტაპი იწყება 1 მაისს, 11:00 საათზე (საქართველოს სტანდარტული დრო GMT+4)

რეფერატის წარდგენის ბოლო ვადა - 19 მაისი, 23:00 საათი (საქართველოს სტანდარტული დრო GMT+4)

გირჩევთ, გამოაგზავნოთ თქვენი აბსტრაქტი რაც შეიძლება ადრე და საფუძვლიანად გადახედოთ წარდგენის  მითითებებს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი რეფერატი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. გმადლობთ ჩვენი კონფერენციით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენს მონაწილეობას!


ეტაპი 2 - სრული სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა - 1 ივნისი, 23:00 საათი (საქართველოს სტანდარტული დრო GMT+4)


ეტაპი 3 - კონფერენციის გახსნა 

კონფერენციის გახსნა 3 ივლისს 12:00 საათზე ონლაინ და 4 ივლისს 12:00 საათზე GAU-ში  (საქართველოს სტანდარტული დრო GMT+4)

შენიშვნათქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა ატვირთოთ თქვენი ნაშრომი პირველი ეტაპის დაწყების თანავეთუ ნაშრომი უკვე მზად გაქვთპირველი ეტაპის გავლის შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს 

დამადასტურებელ წერილს დეტალური ინფორმაციით შემდგომი ვადების შესახებნაშრომები და ნებისმიერი შეკითხვა უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზეmdstudentsconference@gau.edu.ge


მიღების/უარის შესახებ შეტყობინება - 16 ივნისი

თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ფინალურ კონფერენციაზე თქვენი ნამუშევრის მიღების/უარის შესახებ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მოთმინებას, რადგან ჩვენი გუნდი ყურადღებით აფასებს ყველა განაცხადს, რათა დარწმუნდეს, რომ თითოეული აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს. გმადლობთ ჩვენი კონფერენციით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენს მონაწილეობას!


კონფერენციის სტატიის სტრუქტურა (კვლევითი ნაშრომი):

ტექნიკური მოთხოვნები:

  • MS Word

  • A4-ფორმატი

  • ველები 2,5 სმ

  • შრიფტები: Times New Roman/Sylfaen

  • შრიფტის ზომებისათაური -14 / სქელიტექსტის მთავარი ნაწილი -12

  • მანძილი ხაზებს შორის = 1.5

  • მინდვრები: 2 სმ ყველა მინდორი და დასაბუთებული ტექსტი

  • გრაფიკული მასალა JPG, GIF და BMP

სტრუქტურა:

  • სათაური (Times New Roman შრიფტის ზომა- 14 / მუქი);

  • ავტორი ავტორი(ები) - სტუდენტის/ავტორის სრული სახელი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, საგანმანათლებლო პროგრამა;

  • აბსტრაქტი არაუმეტეს 300 სიტყვისა;

  • საკვანძო სიტყვები: სამიდან ხუთამდე საკვანძო სიტყვა;

  • შესავალი (მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას);

  • ძირითადი ნაწილი - მეთოდოლოგია - შედეგები - დისკუსია;

  • დასკვნა (მოიცავს რეკომენდაციებს);

  • ბიბლიოგრაფია;

  • დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ზეპირი პრეზენტაცია - Power Point ფორმატში, 10 წუთამდე + 5 წთ-დისკუსიისთვის

პოსტერები:

  • შრიფტის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 24 (მნიშვნელოვანი ინფორმაციის წაკითხვა უნდა იყოს დაახლოებით 10 ფუტის დაშორებით)

  • სათაური მოკლეა და იწვევს ინტერესს (ზომა მინიმუმ 36)

  • სიტყვების რაოდენობა დაახლოებით 300-დან 800 სიტყვამდე (არაუმეტეს 800 სიტყვისა)

  • ტექსტი ნათელია და აზრიანია

  • დანომრვის, ნუმერაციისა და სათაურების გამოყენება აადვილებს წაკითხვას

  • გრაფიკისფერის და შრიფტების ეფექტური გამოყენება (რეკომენდირებული შრიფტები Times New Roman და Arial)

  • თანმიმდევრული და სუფთა განლაგება მოიცავს მადლობასავტორთა სახელს და აფილირებას.

ტექსტში ციტირებები უნდა გაკეთდეს APA ფორმატში. (https://www.youtube.com/watch?v=10eg_GB_A9E)

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ელექტრონული ფოსტით: mdstudentsconference@gau.edu.ge ან პირველ ეტაპზე სააპლიკაციო ფორმასთან ერთად.

 

სპეციალური წესები და პირობები:

სტატიის წარდგენით, ყველა წარმდგენი ავტორი ადასტურებს, რომ სტატიაში არსებული ყველა ინფორმაცია სწორია

გაგზავნილი სტატიები არ შეიძლება შეიცვალოს ან გასწორდეს წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ. სტატიის წარდგენით ავტორი თანახმაა გამოქვეყნებაზე

კონფერენციის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წაშალოს ნებისმიერი ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება მოთხოვნებსა და წესებს

ყველა ტექსტი შემოწმდება პლაგიატისთვის. პლაგიატი, რომელიც აღემატება დაშვებულ დონეს (20%) უარყოფილი იქნება

 

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

  • სათაური და რეზიუმე ნათლად ავლენს კვლევის მოცულობასა და შედეგს - ქულა

  • შესავალი ნაწილი/ლიტერატურის მიმოხილვა აღწერილია მოკლედ, მაგრამ გარკვევით, კვლევის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად - ქულა

  • მეთოდოლოგია (მათ შორის, მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვები, მონაცემთა წყაროები, მონაცემთა შეგროვების პროცედურები, ანალიტიკური მიდგომა), შედეგები და მონაცემები შეესაბამება კვლევის ფარგლებს და დაკავშირებულია მიგნებებთან - 10 ქულა.

  • შედეგები სწორად არის აღწერილივიზუალურად აღქმადი და განხილულია - 5 ქულა

  • წერის სტილის ხარისხისიზუსტესიცხადეწაკითხვადობასამეცნიერო ლიტერატურის გამოყენება და ცნობების სწორი ციტირებასამეცნიერო ნაშრომის სტანდარტული სტრუქტურის დაცვა - 5 ქულა

  • პრეზენტაციასტრუქტურისა და აზრის თანმიმდევრულობა და სიცხადედროის სწორად მართვაწარდგენის ეფექტური უნარები - 10 ქულა




სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა