სიახლეები და ღონისძიებები

Tweetერატურის ფინალი!

Tweetერატურის ფინალი!

სამშაბათი, 29 დეკემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

29 დეკემბერს (2020) გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროექტის „Tweetერატურა“ ფინალი.

კონკურსის შერჩეულ მონაწილეებს, პირველ რიგში, ჩაუტარდათ მასტერკლასი, სადაც ისინი დეტალურად გაეცნენ კონკურსის პირობებს, მიიღეს კლასიკური ლიტერატურული ტექსტების ტვიტერ-ვერსიებად გარდაქმნის ცოდნა. ლექციას უძღვებოდა GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ლექტორი, პროფ. ცირა ბარბაქაძე.

ამის შემდეგ კი, თითოეულმა კონკურსანტმა შექმნა „ვეფხისტყაოსნის ტვიტერ-ვერსია.

GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროექტის "Tweetერატურა" გამარჯვებული გახდა ნინო ჩაგელიშვილი. ნინოს, როგორც GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის რჩეულ მონაწილეს, GAU-სგან საჩუქრად გადაეცა ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით და GAU-ს 1,000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

პროექტის "Tweetერატურა" მეორე გამარჯვებული გახდა რომან გვრიტიშვილი. რომას ტვიტმა ყველაზე მეტი Like დააგროვა Facebook-ზე. მას GAU-სგან საჩუქრად გადაეცა ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით და GAU-ს 1,000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

პროექტის პარტნიორებმა თავიანთი რჩეული მონაწილეები დაასაჩუქრეს.

• საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რჩეული გახდა ნიკა ფარტენაძე, ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ ნიკას საჩუქრად გადასცა ბიბლუსის 50 ლარიანი ვაუჩერი და "გურული დღიურები;"
• თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების რჩეულები გახდნენ მარიამ ჩხაპელია და მარიამ მესხი. მუზეუმის გაერთიანების დირექტორმა, ნინი სანადირაძემ გოგონებს საჩუქრად გადასცა მუზეუმების გაერთიანების გამოცემები;
• გიგი თევზაძის რჩეული გახდა ნინო ჩაგელიშვილი. ნინოს საჩუქრად გადაეცა პროფესორისა და მწერლის, გიგი თევზაძის ახლად გამოცემული წიგნი "კრიტიკული აზროვნების მეგზური;"
• ნატო დავითაშვილის რჩეული გახდა სალომე ზაქროშვილი. ფენტეზის ჟანრის მწერალმა ნინო საკუთარი წიგნით "4 მხარე და 4 სვეტი" დააჯილდოვა;
• Georgian Board Games-ის რჩეული გახდა ანი ნიკოლეიშვილი. ანის კომპანიისგან საჩუქრად გადაეცა "ვეფხისტყაოსნის" სამაგიდო თამაში.

დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს პროექტის მხარდაჭერისთვის!

GAU სახელით წარმატებას ვუსურვებთ პროექტის თითოეულ მონაწილეს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა