სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა იტალიაში, რომის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტში (UNINT)!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა იტალიაში, რომის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტში (UNINT)!

ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე იტალიაში, რომის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დიპლომატიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა და მაგისტრატურის საფეხურის II და III სემესტრის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 900 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 395 ევროს ფარგლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა).
  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
  • Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის).

შესარჩევი პროცესი:

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

• 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 28 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: UNINT, ბაკალავრი, მაგისტრატურა

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა