სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა University of Alcala-ში, ესპანეთში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა University of Alcala-ში, ესპანეთში!

პარასკევი, 28 ოქტომბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, University of Alcala-ში, ესპანეთი. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას 3 თვის განმავლობაში ესპანეთში (2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).


კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის, სოციალური მეცნიერებების და ფიპლომატიის სკოლის, ასევე ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის მიმართულების სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ესპანური ენების B2 დონეზე ცოდნა;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.


დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • სტანდარტული ფოტო (3/4ზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (რომელშიც მითითებული იქნება თქვენი საკვლევი თემის თეზისი)
  • საკვლევი თემის მოკლე აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა. 
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • ესპანური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერთიფიკატი, GAU-ს ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ "იბერიას" ან GAU-ში გავლილი საგნის მინიმუმ A2 დონის სერტიფიკატი). ინგლისური ენის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, არ არის სავალდებულო ესპანური ენის სერტიფიკატი (ესპანური ენის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად).
  • დეკანის სარეკომენდაციო წერილი (სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტებისთვის)


შესარჩევი პროცესი:


მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პერიოდი გახლავთ 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი. ხანგრძლივობა - 3 თვე.

*გაითვალისწინეთ, რომ გამგზავრების თარიღი უნდა შეათანხმოთ 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 4 ნოემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: University of Alcala, PHD.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა