ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ენისა და შემეცნების მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი და მრავალმოდალური დისკურსის კვლევის ცენტრი ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში იწვევს მსურველებს მეშვიდე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია მიეძღვნება სოციალურ მეცნიერებებს და შედგება სამი ნაწილისგან:
„ენის სამეცნიერო გამოკვლევები“, 2022 წლის 30 მაისი, 10:00
"ჰენრი კისინჯერი და ახალი მსოფლიო წესრიგი", 2022 წლის 30 მაისი, 16:00
„21-ე საუკუნის მეცნიერება და ტექნოლოგიები“, 2022 წლის 1 ივნისი, 12:00
ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 27 მაისი. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://bit.ly/3sFiha9
დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემეცნებითი მეცნიერებების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: morkoda@yahoo.com