გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (VIKO), ლიეტუვა!
ორშაბათი, 08 აპრილი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ლიეტუვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე, ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (VIKO), ლიეტუვა!
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას მიმღებ უნივერსიტეტში და ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას ლიეტუვაში (2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს, და ამავე ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამის მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- მიმღები უნივერსიტეტის აუცილებელი მოთხოვნაა იყოთ საქართველოს მოქალაქე
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
დაფინანსება მოიცავს მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 550 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ ავიაბილეთების საფასური, სავიზო მოსაკრებლის და სხვა მოსალოდნელი ხარჯები ლიეტუვაში ცხოვრებისას (მაგ.: ბიბლიოთეკის საწევრო, სტუდენტური კავშირები და ა.შ)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (ივსება აკადემიურ მენეჯერთან კონსულტაციით და აუცილებლად ხელმოწერისთვის/დამოწმებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს)
- სარეკომენდაციო წერილი
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის გაგზავნა ( https://sistema.smpf.lt/login)
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი/ლიეტუვის ეროვნული სააგენტო).
- მნიშნელოვანი ინფორმაცია
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 14 აპრილამდე გააგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია მითითებულ ლინკზე: https://sistema.smpf.lt/login
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge