სიახლეები და ღონისძიებები

WE-TECH პროგრამის დასკვნითი ნაწილი: ქალი მეწარმეების ციფრული მხარდაჭერის პროგრამა იწყება!

WE-TECH პროგრამის დასკვნითი ნაწილი: ქალი მეწარმეების ციფრული მხარდაჭერის პროგრამა იწყება!

სამშაბათი, 01 თებერვალი, 2022

აჩვენე კალენდარზე

WE-TECH იწყებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას მათთვის ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით და შერჩეულ მეწარმეებს უფასო სერვისს სთავაზობს.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ინოვაციების ლაბორატორია ჯეოლაბისა და კანტის აკადემიის მიერ მოხდა 50-ზე მეტი ქალის ჩართვა WE-TECH პროგრამაში, რომლის მთავარი მიზანია მათი დაახლოება ტექნოლოგიებთან. მონაწილეებმა დაფარეს ისეთი თემები, როგორიცაა ქოუჩინგი, ანტრეპრენერშიფი, ბრენდინგი და რაც მთავარია, შეისწავლდეს გრაფიკული დიზაინი (Photoshop, Illustrator) და ვორდპრესის ბაზაზე ვებგვერდების შექმნა.

საგანამანათლებლო ნაწილი დასასრულს უახლოვდება და პროგრამის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში, მონაწილეები მზად არიან უსასყიდლოდ შექმნან ციფრული პროდუქტები დაინტერესებული ქალი მეწარმეებისთვის, რაც იქნება ერთი მხრივ, პირველი საინტერესო ნაბიჯი ახალი კარიერის გზაზე და მეორე მხრივ, მეწარმე ქალების მხარდაჭერის მცდელობა.

უფრო კონკრეტულად, WE-TECH-ის მონაწილე ქალები შეძლებენ დაგეხმარონ შემდეგი მიმართულებებით:

  • გრაფიკული დიზაინი: სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn) ვიზუალების (პოსტი, ქავერ ფოტო..) შექმნა, საბეჭდი ფაილების (ფლაერი, სტიკერი, ბროშურა, წიგნის ყდა) დიზაინის შექმნა, ვებ-გვერდისთვის ბანერის დიზაინის შექმნა - სასურველ ზომებსა და სტილში
  • WordPress: ვორდპრესის ბაზაზე ფუნქციური ვებ-გვერდის შექმნა გადახდის სისტემის გარეშე, მაგალითად სრულყოფილი საიტი ინფორმაციული გვერდებით (კომპანიის ისტორიის, სერვისების, გუნდის, საკონტაქტო ინფორმაციით) ან ვებგვერდი პროდუქტების კატალოგით.

თქვენი დაკვეთის შესასრულებლად გაერთიანდება რამდენიმე WE-TECH-ელი. ისინი იმუშავებენ გამოცდილი მენტორის მხარდაჭერით, რათა მათი პირველი ნამუშევარი შეესაბამებოდეს თქვენს მოლოდინს და ნაყოფიერი იყოს ორივე მხარისთვის! იქიდან გამომდინარე, რომ პროექტში ჩართულები არიან ქალები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, ასევე რამდენიმე ემიგრანტი - კომუნიკაცია შედგება ონლაინ რეჟიმში.

მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 20-მდე საწარმო. პრიორიტეტი მიენიჭებათ რეგიონში მცხოვრებ ქალებს და ადგილობრივ საწარმოებს. 

აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს 2022 წლის 15 თებერვლამდე: https://bit.ly/3Gi5oqq

#გააციფრულეხედვა #WomenInTECH


პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა