სიახლეები და ღონისძიებები

ჩეთბოტების დიზაინი

ჩეთბოტების დიზაინი

შაბათი, 29 აპრილი, 2017

აჩვენე კალენდარზე

29 აპრილს (2017) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ზურა ჯიშკარიანის ღია ლექცია თემაზე: "ჩეთბოტების დიზაინი."

შეხვედრის ფარგლებში პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:

  • რა არის ჩეთბოტი?
  • რატომ თვლიან სპეციალისტები, რომ დღეს ახალი სპეციალობა, ჩეთბოტის დიზაინერი იბადება, რომ ჩეთბოტებზე და მათ შემქნელებზე ახლო მომავალში დიდი მოთხოვნა იქნება?

სპიკერმა რამდენიმე პოპულარული ჩეთბოტის მაგალითზე ისაუბრა „ციფრული ადამიანების“ ისტორიასა და მომავალ პერსპექტივებზე. ლექციის მსვლელობისას მსმენელთან ერთად შეიქმნა კოლექტიური ჩეთბოტი.

შეხვედრის ბოლოს დაანონსდა “ინტერაქტიული ბიბლიოთეკის” ახალი პროექტი, რომელიც ქართველ მწერლებს, ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებსა და არტისტებს სთავაზობს მათი, ან მათი გამოგონილი პერსონაჟების „ციფრული ორეულების“ შექმნას.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა