პროექტები

კვლევა

პროექტები

თბილისის გარეუბნები და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა

თბილისის გარეუბნები და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა

პროექტის განმახორციელებელი: ინტერკულტურული დიალოგის ფორუმი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

პროექტის ტიპი: კვლევითი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2019

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: როზა ლუქსემბურგის ფონდი

პროექტის აღწერა:

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორთვიანი საგაზაფხულო სკოლა. ლექციები ჩატარდა 2019 წლის აპრილისა და მაისის თვეებში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში.  სკოლის შერჩეულმა მონაწილეებმა (18-30 წლამდე პირები, დაინტერესებულნი, ურბანისტიკით, ქალაქ-გეგმარების საკითხებით, ქალაქის სოციოლოგიითა და უთანასწორობის კვლევებით) ორი თვის მანძილზე, ქართველი და უცხოელი პროფესორებისა და ლექტორებისგან მოისმინეს ლექციები (კვირაში ორი ლექცია) პოსტ-საბჭოთა ქალაქების ურბანული განვითარების თემაზე. სალექციო კურსი შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. თეორიული ნაწილი მოიცავდა ისეთი თემების  შესწავლას, როგორებიცაა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის გავლენა ქალაქზე, პოსტსაბჭოთა ქალაქი - როგორც სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის მაწარმოებელი და ამსახველი, დეინდუსტრიალიზაციისა და ნეოლიბერალიზაციის გავლენა ქალაქების სივრცით მოწყობასა და განვითარებაზე და სხვა. სკოლის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ქალაქის შესწავლისა და ანალიზის სხვადასხვა მეთოდების შესახებ.

სალექციო კურსის გავლის შემდეგ პროექტის შერჩეული მონაწილეები, 2019 წლის ზაფხულში, ჩაერთნენ მცირე კვლევაში, რომელიც მოიაზრებდა თბილისის გარეუბნების, ყოფილი ინდუსტრიული ზონების ანთროპოლოგიურ შესწავლას ძირითადად სიღრმისეული ინტერვიუების ან ე.წ. „ცხოვრების ისტორიის“ მეთოდების გამოყენებით. სკოლის წამყვანი ლექტორების ხელმძღვანელობით კვლევაზე დაყრდნობით მონაწილეებმა მოამზადეს რამდენიმე სტატია თბილისის გარეუბნების თემაზე. სტატიების კრებული გამოიცა პუბლიკაციის სახით, რომლის პრეზენტაციაც შედგა 2019 წლის შემოდგომაზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა