პროექტები

კვლევა

პროექტები

უთანასწორობის კვლევები უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში

უთანასწორობის კვლევები უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო კლასტერი

პროექტის ტიპი: კვლევითი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2021-2024

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პროექტის აღწერა:

„უთანასწორობის კვლევები უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში“ აღნიშნული კვლევითი კლასტერი წარმოადგენს  აკადემიურ მკვლევართა გუნდს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უმაღლესი განათლების სფეროში უთანასწორობის ფორმებისა და პრაქტიკის შესწავლითა და გამოვლენით. კლასტერი ორიენტირდება უთანასწორობის ისეთი ფორმების შესწავლაზე, როგორებიცაა: რასობრივი, კლასობრივი ეთნიკური, გენდერული, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უთანასწორობები. მეთოდოლოგიურად, კლასტერი იყენებს, როგორც თვისობრივ, აგრეთვე რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს და ასევე ორიენტირდება განათლების სფეროში უთანასწორობის შესახებ საერთაშორისო შედარებითი კვლევების წარმოებაზე.

მოცემული კლასტერის საქმიანობა და სამუშაო მიმართულებებია:

  • განათლების სფეროში უთანასწორობის შესახებ თეორიული და ემპირიული მონაცემების შექმნა და შეგროვება;
  • კრიტიკული თეორიული დისკუსიების წარმოება განათლების სისტემაში უთანასწორობის ფორმების შესახებ;
  • განათლების სფეროში უთანასწორობის სისტემური და ინსტიტუციონალური წარმოების ანალიზი და შესწავლა;
  • განათლების სფეროში ყველა ფორმის უთანასწორობის, მათ შორის სოციალური სეგრეგაციის, დისკრიმინაციისა და რასიზმის შესწავლა და მის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • განათლების სფეროში უთანასწორობის აღმოფხვრის პრაქტიკისა და გამოცდილების თეორიული და ემპირიული შესწავლა;
  • განათლების სფეროში სოციალური სტრატიფიკაციის შესწავლა;
  • განათლების სფეროში უთანასწორობის წარმოების პოლიტიკური და იდეოლოგიური ფაქტორების შესწავლა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა