ხანდაზმულობის სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევები
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მედიცინის სკოლა, სამეცნიერო კლასტერი, გერიატრიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია
პროექტის ტიპი: კვლევითი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2021-2023
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, მედიცინის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის აღწერა:
პროექტის მიზანია შეისწავლოს თუ როგორ გავლენას ახდენს სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური ცვლილებები საქართველოს ხანდაზმულ მოსახლეობაზე. კონკრეტულად, თუ როგორ ხორციელდება საპენსიო, ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკა ხანდაზმული მოსახლეობის მიმართ. მათ შორის, პროექტის მიზანია მოიკვლიოს ის სოციალური გარემო რომელშიც ცხოვრება უწევს ხანდაზმულ ადამიანებს და რამდენად არის მათთვის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სიკეთეები.
პროექტის ფარგლებში გაანალიზებული იქნება ხანდაზმულთა სამართლებრივი სტატუსი და მდგომარება და მისი გავლენა ხანდაზმულობაზე როგორც მრავალასპექტიან მოვლენაზე. ასევე, პროექტი ისწრაფვის ხელი შეუწყოს თაობათა შორისო სოლიდარობას საქართველოში.