ცხადდება გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში
ცხადდება გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი, 2022 - პარასკევი, 26 ნოემბერი, 2021
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალია. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში კოიმბრაში (2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებს. ასევე, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან პორტუგალიური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
- შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პერიოდი გახლავთ 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: