გლობალური ახალგაზრდული ბანაკი ჩინეთში, სიას უნივერსიტეტში!
გლობალური ახალგაზრდული ბანაკი ჩინეთში, სიას უნივერსიტეტში!
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025 - ორშაბათი, 17 მარტი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, სიას უნივერსიტეტში, ჩინეთში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კანდიდატს დაუფინანსდება სიას უნივერსიტეტის ბანაკში მონაწილეობა.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის; სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის; ინფორმატიკისა და ინჟინერიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლების საბაკალავრო პროგრამის, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სემესტრის, ასევე სამაგისტრო პროგრამის პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე სემესტრის სტუდენტებს
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ჩინური ენის B2 დონეზე ცოდნა
მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
- უფასო ტრანსფერებს აეროპორტი-უნივერსიტეტი-აეროპორტი
- შიდა გადაადგილებას
- სტუდენტი თადავ უზრუნვეყოფს ფრენისა და კვების ხარჯებს
- სურვილის შემთხვევაში მოეწყობა კულტურული მოგზაურობები, რომლებიც იქნება თვითდაფინანსებადი
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტისგან
- დეკანის რეკომენდაცია (მხოლოდ ინგლისური ფილოლოგიის და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის)
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება
- კანდიდატურის არჩევა
პროგრამის ხანგრძლივობა:
- 2025 წლის 18 მაისი, - 25 მაისი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 17 მარტის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Sias University, Youth Camp
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge