გაცვლითი პროგრამა მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში!

ოთხშაბათი, 11 მაისი, 2022 - სამშაბათი, 24 მაისი, 2022

უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინფორმატიკის პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც გამგზავრების დროს იქნებიან მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სასწავლო სემესტრში.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 (ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
  • შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ხელმოწერილი Learning Agreement;

 შესარჩევი პროცესი:

 დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად (6 თვის განმავლობაში);
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 24 მაისის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: მალაგას უნივერსიტეტი - ბაკალავრი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა