ცხადდება გაცვლითი პროგრამა - Sungshin Women’s University, კორეა!

პარასკევი, 15 აპრილი, 2022 - სამშაბათი, 26 აპრილი, 2022

უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი აცხადებს გაცვლით პროგრამას, Sungshin Women’s University, კორეაში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2022-2023 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრი).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
  • საშუალო შეწონილი ქულა (GPA) უნდა უდრიდეს/აღემატებოდეს 3.0-ს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად (საერთაშორისო სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
  • შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.

 

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 500,000 KRW ყოველთვიური სტიპენდია
  • ფრენის ხარჯების ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • სასურველია ინგლისური ენის სერტიფიკატი


შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის მიღება/შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და სტიპენდიის მინიჭება ( Sungshin Women’s University)


მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 26 აპრილის  19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Sungshin Women’s University- ბაკალავრი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა