ცხადდება გაცვლითი პროგრამა საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, თურქეთი!

ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 2023 - ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2023

ელ-ფოსტა
anarveladze@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, თურქეთი! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებს, ამასთანავე, ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს. ინჟინერიის სკოლის ინჟინერიის პროგრამის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონე
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • Learning Agreement;

შესარჩევი პროცესი:

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • სტიპენდია ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად - 800 ევრო
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 275 ევრო
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 30 ოქტომბრის 19:00  საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი - ბაკალავრი, საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი -  მაგისტრატურა

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge

გზამკვლევი - ქართველი სტუდენტებისთვის - აუცილებლად გაეცანით აღნიშნულ დოკუმენტს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა