ცხადდება გაცვლითი პროგრამა იტალიაში, გაბრიელე დ’ანუნციოს სახელობის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში!
ცხადდება გაცვლითი პროგრამა იტალიაში, გაბრიელე დ’ანუნციოს სახელობის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში!
ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2024 - ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ გაცვლით პროგრამაზე იტალიაში, გაბრიელე დ’ანუნციოს სახელობის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში-ში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში)
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესისა და ინჟინერიის სკოლის სამშენებლო მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს და ბიზნესის სკოლის მაგისტრატურის პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- სტიპენდია ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად - 850 ევრო;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 360 ევრო;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
- Learning Aggrement
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი).
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 30 ოქტომბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Universita degli Studi "G. D'Annunzio" Chieti-Pescara
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ana.zanqaidze@gau.edu.ge