ცხადდება გაცვლითი პროგრამა საბერძნეთში, პირეოსის უნივერსიტეტში!

პარასკევი, 06 დეკემბერი, 2024 - სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2024

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუსპროგრამაზე საბერძნეთშიპირეოსის უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლები გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში პირეოსში (2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში). 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GAU-საერთაშორისო ურთიერობების პროგრამის ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებამობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისადსტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 275 ევროს ფარგლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  •  CV- ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზეარაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი(საერთაშორისო სერთიფიკატიან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • სასწავლო ხელშეკრულება შევსებული (შევსების ინსტრუქცია იხილეთ  გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის)
  • დეკანის რეკომენდაცია

შესარჩევი პროცესი:

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 10 დეკემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზეexchange@gau.edu.ge.

გთხოვთმეილის სათაურად მიუთითოთPiraeus University, Bachelor
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტისსაშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge  

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა