ცხადდება გაცვლითი პროგრამა კასტილია ლამანჩას უნივერსიტეტში, ესპანეთი!
ცხადდება გაცვლითი პროგრამა კასტილია ლამანჩას უნივერსიტეტში, ესპანეთი!
სამშაბათი, 03 მაისი, 2022 - ოთხშაბათი, 11 მაისი, 2022
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, კასტილია ლამანჩას უნივერსიტეტში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების, ინგლისური ფილოლოგიის და ინფორმატიკის პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც გამგზავრების დროს იქნებიან მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სასწავლო სემესტრში. ასევე, EIGER-ის პროგრამის სტუდენტებს - პირველ და მეორე სემესტრში.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 ან ესპანური ენის B1 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
- შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ხელმოწერილი Learning Agreement;
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად (6 თვის განმავლობაში);
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (820 ევროს ოდენობით);
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 11 მაისის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ლამანჩას უნივერსიტეტი, ბაკალავრი ან ლამანჩას უნივერსიტეტი, მაგისტრი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: exchange@gau.edu.ge.