საზაფხულო სკოლა სიას უნივერსიტეტში, ჩინეთი!

ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2024 - ხუთშაბათი, 15 თებერვალი, 2024

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
nini.palavandishvili@gau.edu.ge ; ana.zanqaidze@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, სიას უნივერსიტეტში, ჩინეთი. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კანდიდატს დაუფინანსდება სიას უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის; სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის; ინფორმატიკისა და ინჟინერიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლების საბაკალავრო პროგრამის, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სემესტრის, ასევე სამაგისტრო პროგრამის პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე სემესტრის სტუდენტებს
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ჩინური ენის B2 დონეზე ცოდნა

მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

  • უფასო საცხოვრებელს ერთი კვირის განმავლობაში
  • უფასო ტრასფერებს აეროპორტი-უნივერსიტეტი-აეროპორტი
  • შიდა გადაადგილებას
  • შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის, ფრენის და კვების ხარჯები
  • სურვილის შემთხვევაში მოეწყობა კულტურული მოგზაურობები, რომლებიც იქნება თვითდაფინანსებადი

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტისგან

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება/კანდიდატურის შერჩევა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • 2024 წლის 27 მაისი - 2 ივნისი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 15 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Sias University, Summer Camp

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ;  ana.zanqaidze@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა