ლადო ტატიშვილი

ლექტორები ლადო ტატიშვილი

ლადო ტატიშვილი

vladimertatishvili@gau.edu.ge

მოწვეული ლექტორი

ლადო ტატიშვილი არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, მუსიკის მკვლევარი და მხატვარი. არის მრავალი ტელე და რადიოპროექტის, სატელევიზიო რეკლამის ავტორი, პროდიუსერი, წამყვანი. ასევე, მრავალი სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის კვლევების სფეროში.

2014 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სატელევიზიო რეკლამის მხატვრულ-შემოქმედებითი ასპექტები (სიტყვა, მუსიკა და ფერი სატელევიზიო რეკლამის სტრუქტურაში)“. 2014 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), კავკასიის უნივერსიტეტში (მედია სკოლა), შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019 წლის დეკემბრიდან არის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

ლადო ტატიშვილმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისეტის იურიდიული ფაკულტეტი , ასევ 2014 წელს  დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა. რის შემდეგაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ სატელევიზიო რეკლამის მხატვრულ -შემოქმედებითი ასპექტები (სიტყვა, მუსიკა და ფერი სატელევიზიო რეკლამის სტუქტურაში )“.

არის არაერთი რადიო და ტელე გადაცემის ავტორი, წამყვანი და პროდუსერი 1996 წლიდან დღემდე. ასევე, 400 სარეკლამო ვიდეო რგოლის ავტორი, რეჟისორი და თანავატორი.

ასევე, რამდენიმე სარეკლამო კოპანიის კრეატიული დირექტორი 2005წლიდან დღემდე.

  • ლექსების კრებული „Raond Midnaight” ავტორი.(თბილისი 2016);
  • სახელმძღაველო „სიტყვა მუსიკა და ფერი სატელევიზიო რეკლამაში“ ავტორი (გამომცემლობა „კენტავრი“ 2020 თბილისი ).
  • მხატვარი წიგნისა „უებრო სიტყვისმოქმედი“ (ენათმეცნიერების ისტიტუტი, თბილისი 2019).
  • არერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი  კულტურასა და მედიის მიმართულებით.

2014 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში, არის მოწვეული პროფესორი და კითხულობს შემდეგ საგნებს:

  • მსოფლიო ხელოვნების შედევრები.
  • ტელე და რადიო გადაცემების მომზადება
  • ჯაზის ისტორია

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა